იაშვილი ვლადიმერ ელიაზარის ძე (10. X. 1904, ოზურგეთი, – 9. III. 1971, თბილისი), ფსიქიატრი. მედ. მეცნ. დოქტორი (1954), პროფესორი (1956), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1968).
1930 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1937-იდან სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის პათოფიზიოლ. განყ-ბას. მეორე მსოფლიო ომის (1939–45) დროს იყო ფრონტის ერთ-ერთი ჰოსპიტლის სამკურნ. ნაწილის უფროსი.
ი. სწავლობდა ფსიქიკურ დაავადებათა კლინიკას, ფსიქოზთა პათოფიზიოლ. საფუძვლებს, ი. თარხნიშვილის ფსიქოგალვანურ რეფლექსსა და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.