იაშვილი ვლადიმერ ვლადიმერის ძე [1813, კალუგა (რუსეთი), – 7. II. 1864, ვილნო (ახლანდ. ვილნიუსი)], რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1858). გენ.-მ. ვ. მ. იაშვილის შვილი.
დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი (1834). 1842–48 მონაწილეობდა სამხ. მოქმედებებში კავკასიაში, 1849 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. იყო ჰუსართა ლაიბგვარდიის პოლკის მეთაური (1849). 1853–56 მონაწილეობდა ყირიმის ომში. 1856 დაინიშნა ფლიგელადიუტანტად. 1858 ჩაირიცხა იმპერატორის ამალაში. 1863–64 იყო ვილნოს სამხ. გუბერნატორი.
მ. გოგიტიძე