იაშვილი ირინე ლუარსაბის ასული

ი. იაშვილი

იაშვილი ირინე ლუარსაბის ასული (დ. 5. XI. 1942, თბილისი), მევიოლინე, პედაგოგი. სა­ქართვ. დამს. არტისტი (1970). ლ. ს. იაშვილის ­შვილი და მოწაფე.

1959 დაამთავრა თბილ. „ნიჭიერთა ათწლედის" სავიოლინო განყ-ბა, 1964 – თბილ. სა­ხელმწ. კონსერვატორია (ორივე ლ. ია­შვილის ხელმძღვანელობით), შემდეგ – მოსკ. კონსერვატორიის ასპირანტურა (დ. ოისტრახის ხელმძღვანელობით). 1959–64 თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ორკესტრის ვიოლინოების ჯგუფის კონცერტმაისტერი იყო, 1966–73 – სა­ქართვ. სა­ხელმწ. კამერული ორკესტრის (ხელმძღვ. მ. ლ. ია­შვილი და ი. პოლიტკოვსკი) სოლისტი, 1964–93 – თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი (1992-იდან პროფ.), 1994–2012 – ქ. ნოვი-სადში (იუგოსლავია, სერბეთი) ხელოვნების აკად. პროფესორი, 2012-იდან – ქ. ადანაში (თურქეთი) კონსერვატორიის პროფესორი. მუშაობს ქალი­შვილთან, მ. დუგლაძესთან ერთად.

XX ს. 60-იანი წლებიდან საქართველოსა და უცხოეთში (ჰოლანდია, გერმანია) გამოდიოდა როგორც სოლო კონცერტებით, ასევე დებთან – მ. და ნ. იაშვილებთან ერთად.

ი-ის შემოქმედება გამოირჩევა მაღალი რანგის საშემსრულებლო ტექნიკით (სრულ­ყოფილი, დახვეწილი ბგერა, სტილის შეგრძნება).

მ. ჯაფარიძე