იაშვილი ლუარსაბ სეითის ძე

იაშვილი ლუარსაბ სეითის ძე (31. III. 1907, თბილისი, – 29. X. 1993, იქვე), მევიოლინე, ალტისტი და პედაგოგი. სა­ქართვ. სახ. არტისტი (1983), სა­ქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961), თბილ. სა­ხელმწ. კონსერვატორიის პროფესორი (1947-იდან).

1931 დაამთავრა თბილ. კონსერვატორია (პროფ. ვ. ვილშაუს სავიოლინო კლასი). 1932–35 სწავლობდა ­ლენინგრადის კონსერვატორიის ასპირანტურაში (ალტის კლასი, ­ხელმ­ძღვ. პროფ. ა. სოსინი). 1925– 28 უკრავდა „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების", საოპერო სტუდიისა და რუსთაველის თეატრის ორკესტრებში, 1928–45 – სა­ქართვ. პირველი სახელმწ. სიმებიანი კვარტეტის შემადგენლობაში (ალტი). როგორც სოლისტი და კონცერტმაისტერი სისტემატურად გამოდიოდა სა­ქართვ. სა­ხელმწ. ფილარმონიისა და რადიოს ორკესტრებში.

1935-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. კონსერვატორიასა და ­ცენტრ. სამუსიკო ათწლედში. ამავე წელს კონსერვატორიაში დააარსა სპეც. ალტის კლასი. მისი მოწაფეები იყვნენ: ი. ლეუსი, ს. აინშტაინი, ჰ. შავერდიანი, გ. მე­ლიქი­შვილი, თავისი ქალიშვილები – მარინე, ირინე და ნანა იაშვილები, ალტისტი ა. ბეგალი­­შვილი. მასთან სწავლობდნენ მომავალი კომპოზიტორები – რ. ლაღიძე, ი. გეჯაძე, შ. შილაკაძე და სხვ. ი. მრა­ვა­ლი მეთოდური ხასიათის შრომის ავტორია. 1967–74 ი. მივლინებული იყო ეგვიპტეში ქ. კაიროს კონსერვატორიის პედაგოგად.

გ. ტორაძე