იაშვილი მიხეილ ალექსის ძე (1748-–1811), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (წოდების მინიჭების თარიღი უცნობია), გენ.-მ. ვ. მ. იაშვილის და არტილერიის გენ.-ლ. მ. იაშვილის მამა. რუსეთ-ოსმალეთის (1768–74) ომის მონაწილე. მსახურობდა სესტრორეცკის და სანქტ-პეტერბურგის დენთის ქარხნების უფროსად.
მ. გოგიტიძე