იაშვილი ნანა ლუარსაბის ასული

ნ. იაშვილი

იაშვილი ნანა ლუარსაბის ასული (დ. 14. X. 1949, თბილისი), მევიოლინე. სა­ქართვ. სახ. არტისტი (1988). მ. ლონგისა და ჟ. ტიბოს სახ. (პარიზი, 1967, I პრემია) და მონრეალის (1972) საერთაშ. კონკურსების ლაურეატი. ლ. ს. იაშვილის ­შვილი და მოწაფე.

1970 დაამთავრა მოსკ. კონსერვატორია (პროფ. ლ. კოგანის ხელმძღვანელობით, მასთანვე ასპირანტუ­რა, 1975). 1983–89 მუ­შა­ობ­და თბილ. სახელმწ. კონსერვატორია­ში. 1990-იდან უცხოეთშია. 1992–99 ქ. ესენის (გერმანია) უმაღლესი სამუ­სიკო სკოლის პროფესორი იყო. ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას.

ი-ის შესრულება გამოირჩევა არტისტული ტემპერამენტით, ემოციურობით, პროფ. კულტურით, ვირტუოზული ტექ. ოსტატობით. მისი მდიდარი და მრავალფეროვანი რეპერტუარი შეიცავს კლასიკური სავიოლინო ნაწარმოებების უმთავრეს ნიმუშებს.

გ. ტორაძე