იაშვილი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (13. VII. 1936, თბილისი, – 29. VI. 2005, იქვე), ბიოლოგი, ნიადაგმცოდნე. სოფლის მეურნეობის მეცნ. დოქტორი (1999), საქართვ. ეროვნ. (2000) და ეკოლ. მეცნ. (2000) აკად-ების ნამდვ. წევრი, საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2002).
ი-მა დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. (1959) და ეკონ. (1975) ფაკ-ტები. 1959-იდან მუშაობა დაიწყო საქართვ. ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, სადაც 1976–91 იყო დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში. 1974–86 მონაწილეობდა აგრ. მეცნ. საკავშ. და საერთაშ. კონგრესებში. 1983 მონოგრაფიისათვის „ნიადაგის აღდგენა" მიენიჭა თ. დავითაიას სახ. პრემია.
1991-იდან იყო საქართვ. სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი, 1991–96 – კონცერნ „საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტი, 1991–2000 – ქართ. ჭიდაობის ეროვნ. ფედერ. პრეზიდენტი, 1996–2002 – საქართვ. პარლამენტის აგრ. კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი. ი. ეწეოდა აქტიურ კანონშემოქმედებით საქმიანობას, ასევე მოღვაწეობდა თსუ-ში. 2004–05 იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის განყ-ბის გამგე. „საქართველოს ნიადაგური რუკის" ერთ-ერთი შემდგენელი.
ი-ის მეცნ. კვლევა-ძიების თემატიკა მოიცავს ძირითადად ნიადაგმცოდნეობისა და სოფლის მეურნეობის ეკონ. პრობლემებს. ი-მა შეისწავლა სვანეთის ნიადაგები, მუშაობდა სას.-სამ. დანიშნულების მიწების იჯარის, საქართვ. მიწების რესურსების, გარემოს დაცვის და სხვ. საკითხებზე. იყო საერთაშ. ნიადაგმცოდნეობის საზ-ბის წევრი, საქართვ. ნიადაგმცოდნეთა საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი.
ი. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და 4 მონოგრაფიისა.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2001).
თხზ.: მიწის რესურსები და მათი რაციონალური გამოყენება, თბ., 1976; ტექნოლოგიური ლანდშაფტების რეკულტივაცია, თბ., 2004 (თანაავტ. ვ. ლეჟავა).