იაშვილი პავლე ბესარიონის ძე (1.I.1894, სოფ. სომიწო, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 20. XI. 1989, თბილისი), საზოგადო მოღვაწე, მთარგმნელი. დაამთავრა ქუთაისის ქართ. გიმნაზია (1914), სწავლობდა მოსკოვის უნ-ტის იურიდ. (1916–17) და ბერლინის უნ-ტის ფილოს. ფაკ-ტებზე (1920– 26). 1931-იდან იყო გერმ. ენის მასწავლებელი თსუ-ში, 1967-იდან – პროფესორი.
დიდი წვლილი მიუძღვის მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსთა ნაშრომების თარგმნასა და ქართ. ფილოს., ეკონ. და სოც.-პოლიტიკური ტერმინოლოგიის დამუშავებაში. ი-მა თარგმნა კ. მარქსის „კაპიტალი", ფ. ენგელსის „ოჯახის, კერძო საკუთრების და სახელმწიფოს წარმოშობა", კ. მარქსისა და ფ. ენგელსის „წერილები კაპიტალის შესახებ".
თხზ.: იაშვილი პ. მოგონებები, თბ., 2001.
ლიტ.: რეხვიაშვილი ნ., რაჭის ქრონიკა, თბ., 2015.