იაშვილი რევაზ იოსების ძე

იაშვილი რევაზ იოსების ძე (16. VII. 1929, თბილისი, – 2. VIII. 1996, იქვე), მხატვარ-კერამიკოსი, თანამედროვე ქართული შავკრიალა კერამიკის ფუძემდებელი. სა­ქართვ. სახ. მხატვარი (1985).

1947–55 სწავლობდა თბილ. სა­ხელმწ. სამხატვ­რო აკადემიაში. 1960–96 იქვე ეწეოდა პედ. მო­ღვაწეობას (1974-იდან პროფესორი).

1979–80 ი-მა შეიმუშავა კერამ. ჭიქურების მოხატვის საკუთარი მეთოდიკა – ე.წ. „მშრალი ჭიქურები". მისი ნამუშევრებისათვის და­მა­ხა­სია­თე­ბე­ლია ლაკონიური და მეტყველი ფორმები, უბრალოება, მხატვრული განზოგადება, ეროვნ. ტრად. ელე­მენ­ტების ჰარმონიული შერწყ­მა თანამედროვე მხატვრულ ფორმებთან.

ნამუშევრები: „მცი­რე ზომის პლასტიკა" (1959, საპატიო დიპლომი, ქ. ოსტენდეს კერამ. მსოფლიო გამოფენაზე, ბელგიაში), ღვინის ჭურჭელი – „ირემი" (1960, ოქროს მედალი სსრკ-ის სახ. მიღ­წევათა გამოფენაზე), „ხარი" (1962, ვერცხლის მედალი პრაღის კერამ. მსოფლიო გამოფენაზე); გააფორმა წყა­რო­ე­ბი ზედაზენზე (1965), რიკოთის უღელტეხილზე (1966), წყალტუბოში (1966).

1990 ჩიკაგოს (აშშ) საერთაშ. გამოფენაზე ქართ. მხატვ­რული კერამიკა წარმოდგენილი იყო ი-ის რეტროსპექტული კოლექციით.

დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.