იასამანი (ნამდვ. სახელი და გვარი – მიხეილ პავლეს ძე კ ი ნ წ უ რ ა შ ვ ი ლ ი) [26. III (7. IV). 1885, სოფ. შხეფი, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი, – 4. I. 1955, თბილისი], პოეტი, მთარგმნელი. დაამთავრა ხარკოვის უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი (1912). რევ. მოძრაობაში მონაწილეობისათვის გადასახლებული იყო ციმბირში. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1902. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, კორესპონდენციებს, ლიტ. სტატიებს; თარგმნიდა ძირითადად უკრაინულიდან. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ტ. შევჩენკოს ნაწარმოებთა თარგმნასა და ქართ.-უკრ. ლიტ. ურთიერთობათა სფეროში.
თხზ.: ლექსები, ტფ., 1922.