ისარლიშვილი (ი ს ა რ ლ ო ვ ი) ლუკა სტეფანეს ძე (23. XI. 1814 – 11. IX. 1893, თბილისი), სახელმწიფო მოხელე, პოეტი, ჟურნალისტი.
დაამთავრა თბილ. გიმნაზია (1833; სწავლობდა ნ. ბარათაშვილთან ერთად, რ-ზეც საინტერესო მოგონება დატოვა). სხვადასხვა წლებში მსახურობდა თბილისის, ქუთაისის, გორის, ახალციხის ადმინისტრაციულ, სასწავლო და სასამართლო დაწესებულებებში. ერთგული დამცველ-გამტარებელი იყო საქართველოში ცარიზმის ოფიც. პოლიტიკისა, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ გამომჟღავნდა 1881–88, როცა „კავკასიის საცენზურო კომიტეტში" მსახურობდა უმცროს ცენზორად და მდივნად. ამ თანამდებობაზე ყოფნისას ი. ქართ. ჟურნალ-გაზეთებს უკრძალავდა ნებისმიერი ისეთი მასალის გამოქვეყნებას, რ-იც არ ეთანხმებოდა გაბატონებულ სახელმწ. იდეოლოგიას. თანამედროვენი მას მიაწერენ გაზ. „დროების" დახურვის ინიციატივას.
ი. თანამშრომლობდა ქართ. („ცისკარი") და რუს. („კავკაზ", „ტიფლისსკი ვესტნიკ", „ტიფლისსკი ლისტოკ", „გოლოს"...) პრესასთან, აქვეყნებდა ორიგინ. თუ ნათარგმნ ლექსებს, ქართველოლოგიურ სამეცნ. და სამეცნ.-პოპულარული ხასიათის თხზულებებს, მემუარებს.
თხზ.: ლექსნი, თქმულნი ლუკა სტეფანეს ძე ისარლოვისა, ზ. ჭიჭინაძი გამოც., ტფ., 1895; კათოლიკენი საქართველოში, ტფ., 1898; მოკლე კანონნი ქართულის პოეტიკისა ანუ ლექსთა თხზულებისანი, წგ.: ქართული პოეტიკის ქრესტომათია (XVIII–XIX სს.), თბ., 1954; Письма о Грузии, Тфл., 1899.
ლიტ.: ბ ე ქ ი რ ი შ ვ ი ლ ი ი., ნარკვევები აჭარის წარსულიდან, ბათ., 1982; მ ა ნ ს ვ ე ტ ა შ ვ ი ლ ი ი., მოგონებები, თბ., 1985; ხ ე ლ თ უ ბ ნ ე ლ ი მ., სალიტერატურო-საზოგადოებრივი წარსულიდან, თბ., 1938.
თ. ჯოლოგუა