ისარლიშვილი რაფიელ პეტრეს ძე

ისარლიშვილი რაფიელ პეტრეს ძე (1843 – 29. XI. 1918, თბილისი), საზოგადო მოღვაწე. ი-ის წინაპრები მესხეთიდან გადმოსახლებულ წარჩინებულ ქართველ კათოლიკეთა წრეს ეკუთვნოდნენ. თბილ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მან განათლება ევროპაში მიიღო, სადაც დაეუფლა რამ­დენი­მე უცხო ენას. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ი. ფართო საზ. მოღვაწეობას ეწეოდა. 1869 გამოსცა თავისივე შედგენილი „სინოპტიკური კალენდარი". 1873 ი-მა ავჭალაში გახსნა უფასო სკოლა ღარიბთათვის. 1875 გამოსცა „პირველი წიგნი წერა-კითხვის სასწავლებლად სურათებით ამერიკულ მეთოდზე სასოფლო სკოლებისათვის". ეს წიგნი ი. გოგება­შვი­ლის „დედა ენის" წინამორბედი იყო.

1900 პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ი. ქართულ განყ-ბას ხელმ­ძღვანელობდა. პავილიონში გამოფენილმა სას.-სამ. ნაწარმმა და ქართ. კულტურის ნიმუშებმა მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა. უცხოელთათვის სა­ქართვე­ლოს უკეთ გაცნობის მიზნით ი-მა პარიზში ფრანგ. ენაზე გამოსცა ა. ხახანა­შვი­ლის „სა­ქარ­თველოს ისტორია". ევროპულმა და ქართულმა პრესამ დიდი ადგილი დაუთმო გამოფენაზე ქართ. განყ-ბას. გაწეული გარჯისათვის ი. საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მედლითა და დიპლომით დააჯილდოვა.

ი-ის გარდაცვალებას ნეკროლოგი უძღვნა ზ. ჭიჭინაძემ.

ლიტ.: ნ ა ნ ი ტ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ლ., წერილე­ბი, თბ., 1981; მ ი ს ი ვ ე , ქართული წიგნის ამაგდარი, თბ., 1985; ჭ ი ჭ ი ნ ა ძ ე  ზ., რაფიელ ისარლი­შვი­ლი, «საქარ­თვე­ლო», 1918, N223.

ე. ბუბულა­შვი­ლი