ირემაძე ვალერიან ანდრიას ძე

ირემაძე ვალერიან ანდრიას ძე (22. III. 1922, სოფ. უცხერი, ახლანდ. ცაგერის მუნიციპალიტეტი, – 7. X. 1982, ქუთაისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1979), პროფესორი.

დაამთავრა ა. წულუკიძის სახ. ქუთაისის სახელმწ. პედ. ინ-ტის ისტორიის ფაკ-ტი (1944), რ-ის დასრულების შემდეგ იქვე იყო პოლიტ. ეკონ. კა­თედ­რის თა­ნა­მშრო­მე­ლი, შემდეგ კი – კა­თედ­რის გამგე (1960–74), პრორექტორი (1962–72). 1949–52 შეთავსებით მუ­შა­ობ­და საქ. სსრ პოლიტ. და მეცნ. ცოდნის გამავრცელებელი საზ-ბის საქალაქო, ხოლო შემდეგ საოლქო ­განყ-ბის პასუხისმგებელ მდივნად.

ი-ის სამეცნ. შრომები ეხება ქიმ. მრეწველობის განვითარების სა­კითხებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ავტორია მრავალი სამეცნ. ნა­შრო­მის, მ. შ. მონოგრაფიებისა.

თხზ.: ლითოფონის წარმოების განვითარებისა და ეკონომიკის საკითხები, თბ., 1961; ქიმიური მრეწველობის განვითარება სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბ., 1978.