ირემაძე თენგიზ გელას ძე

ირემაძე თენგიზ გელას ძე (დ. 9. III. 1973, სოხუმი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (2003), პროფესორი (2007). გ. რობა­ქიძის სახ. უნ-ტის ფილოსოფიისა და სოც. მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კვლევითი ინ-ტის დირექტორი (2007-იდან), კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნ.-კვლ. არქივის დირექტორი (2015-იდან).

სწავლობდა თსუ-ის ფილოს. და სოციოლოგიის ფაკ-ტზე (1993– 98). ბოხუმის უნ-ტში (გერმანია) დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში" (2003).

ი-ს გამოქვეყნებული აქვს სტატიები „სტენფორდის ფილოსოფიურ ენციკლოპედიაში".

არის არაერთი ფილოს. და ლიტ. საზ-ბის, მ. შ. ერნსტ მაისტერის საზ-ბის საპატიო წევრი, იოანე პეტრიწის საფილოსოფოსო საზ-ბის თავ-რე, გ. ლესინგის აკად. წევრი (გერმ.), პატრისტიკული კვლევების საერთაშ. ასოციაციის წევრი, შუა საუკუნეების კვლევის საერთაშ. და სხვ. წევრი, ცნობილი ფილოსოფიური წელიწდეულების რედაქტორ-გამომცემელი და სამეცნ.-საგამომცემლო საბჭოს წევრი.

მისი სამეცნ. ნა­შრომებია: „ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია"; „ფილოსოფია-სოციოლოგიის კლა­სიკური და თანამედროვე ტექსტები, თარგმანები"; „ფრიდრიხ ნიცშეს რჩეულ თხზუ­ლე­ბათა ქართულენოვანი აკადემიურ-კრიტიკული გამოცემა"; „აღმოსავლეთი და ­დასავლეთი – კულტურათა დიალოგი"; „Philosophie und Sozialtheorie" (Berlin) და სხვ. (გამოქვეყნებულია მრავალ ენაზე). ი-ის ფილოს. ნაშრომების ანალიზს მიეძღვნა საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია „ნეოპლატონიზმი და თანამედროვეობა" (2008), არაერთი სამეცნ. სტატია, კრებული და მონოგრაფია.

უცხოელი და ­ქართვ. სპეციალისტები მის სამეცნ. ნაშრომებს მიიჩნევენ ანტ. ხანისა და შუა საუკუნეების ნეოპლატონიზმის კონცეფციათა ორიგინ. ფილოსოფიურ კვლე­ვად, რაც გამოიხატა ამ მე­მკვი­დრეო­ბის ტი­პოლოგიურ-სისტემური ინ­ტერპრე­ტაციის ახალი, ინტერკულტურული მო­დე­ლის შემუშავებით. ფილოსოფიის ისტ. კვლე­ვის ამ ინტერკულტურულმა მოდელმა დარგის არაერთი ცნობილი წარმომადგენლის საგანგებო ყურადღება მიიქცია. ი-ის სახელთან არის დაკავშირებული კავკასიური ფილოსოფიის ცნების შემოტანა თანამედროვე ფილოს. დისკურსში და ამ მეტად საინტერესო თეორიული მე­მკვიდრე­ო­ბის შე­სა­ხებ ისტ.-სისტემური კვლე­ვა-ძიების დაწყება.

თხზ.: ფრიდრიხ ნიცშე, თბ., 2006; ვალტერ ბენიამინი, თბ., 2008; ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე, თბ., 2013 (თანაავტ.); ფილოსოფიური ურბანისტიკა, თბ., 2014 (თანაავტ.); ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები, თბ., 2014; პითაგორა კავკასიური ფილოსოფიის კონტექსტში, თბ., 2014; ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფია და მისი გაგების პერსპექტივები, თბ., 2015; რელიგია, შემწყნარებლობა, სახელმწიფო, თბ., 2016; Konzeptionen des Denkens im Neuplatonismus, Amsterdam/ Philadelphia, 2004, 2009.

ლიტ.: თ ა ვ ა ძ ე  გ., რუკების ძალა, თბ., 2013; J e c k U. R., Erläuterungen zur georgischen Philosophie, Tb., 2010; Z a k a r a d z e  L., New Perspectives of Georgian Philosophy in the Light of Intercultural Thought, In: European Scientific Journal, vol. 2 (December 2013).

გ. თავაძე