იოვანე, დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვარი. მოხსენიებულია დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან, როდესაც საუბარია მეფის სიქველის შესახებ. სხვა მრავალ ჩამოთვლილ ქველმოქმედებათა შორის ნათქვამია: „რომელთაგანი თჳსსა მოძღუარსა იოვანეს მისცა ოდესმე დრაჰკანი, ვითარ ოცდაოთხი ათასი, რათა განუყოს გლახაკთა". ი. იხსენიება დავით აღმაშენებლის ანდერძში შიომღვიმისადმი, როგორც „სულიერი ბერი, მოძღვარი ჩემი იოვანე".
წყარო: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი. IX–XIII სს., ტ. 1, თბ., 1984.
ლიტ.: გ ო გ ო ლ ა ძ ე ა., დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმისადმი, თბ., 2001; ოდიშვილი ჯ., დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ვინაობის საკითხისათვის, წგ.: ისტორიულ-პუბლიცისტური ნარკვევები, თბ., 2010.
მ. ზალდასტანიშვილი