იობი

იობი, ქართლის ეკლესიის მეთაური (ეპის­კო­პო­სი) IV ს. შუახანებში.

„მეფეთა ცხოვრების" ავტორის ცნობით, „მოკუდა იაკობ ეპისკო­პო­სი, და დაჯდა იობ სომეხი, ნერსე კათალიკოსისა დიაკონი". ი-ის წარმომავლობის შე­სა­ხებ მკვლევრები სხვა­და­სხვა აზრისანი არიან. იგი მიჩნეულია „მცხე­თის ადგილობრივი სომხური თემის წარმომადგენლად" (ჰ. მურადიანი), ეროვნებით ქართველად, რ-იც ქართლის ეკლესიის მეთაურად ხელდასხმამდე სომხეთში მოღვაწეობდა (გ. მაისურაძე). IV ს. შუახანების ქართლში შექმნილი მძიმე პოლიტ. ვითარების გამო ქარ­თლის ეპისკოპოსად იგი ნერსე სომეხთა ეპისკოპოსმა აკურთხა. „მოქცევაჲ ქართლისაჲს" ქრონიკის შატბერდულ რედაქციაში იობის სომხობაზე არაფერია ნათქვამი და მითითებულია, რომ „ნერსე სომეხთა კათალიკოსის დიაკონი იობ" ქართლის „მთავარეპის­კო­პოსი" თრდატ მეფის დროს იყო.

წყა­რო: ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; „მოქცევაჲ ქართლისაჲ", შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეი­შვი­ლის და ელ. გიუნა­შვი­ლის გამოც., თბ., 1979.

ლიტ.: გ ო ი ლ ა ძ ე  ვ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ., 1992; მ ი ს ი ვ ე, IV ს. 60-იანი წლების ქართლის სამეფოს პო­ლიტიკური ისტორიიდან, კრ.: სა­ქართვე­ლოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, VI, თბ., 1990.

ვ. გოილაძე