გაგუა ვლადიმერ ვლადიმერის ძე (1. III. 1927, სოფ. კოტიანეთი, სენაკის მუნიციპ., –1982), პედაგოგი. პედ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1975), პედ. მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1995), ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). 1951 დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი ფსიქოლ. განხრით. 1951–54 მუშაობდა თბილ. ქალთა 35-ე საშ. სკოლაში ფსიქოლ. და ლოგიკის მასწავლებლად. 1954-იდან ი. გოგებაშვილის სახ. პედ. მეცნ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ასპირანტია, 1957–59 – ჟურნ. „სკოლა და ცხოვრების“ პედ. განყ-ბის გამგე. 1959-იდან მუშაობდა თბილ. ს.-ს ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტში პედ. კათედრის დოცენტად, პროფესორად, კათედრის გამგედ, ინ-ტის რექტორად (1988–91); 1993-იდან ხელმძღვანელობდა ამავე ინ-ტის დიდაქტიკის ლაბორატორიას. დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილის მედლით (1990).
გ. იკვლევდა აღზრდის თეორ. და პედ. ისტ. საკითხებს, რასაც მიუძღვნა რამდენიმე მონოგრაფია, წიგნი და მრავალი სტატია.
თხზ.: შრომისმოყვარეობის აღზრდა უმცროს სასკოლო ასაკში, თბ., 1958; მოსწავლეთა შრომით-პოლიტექნიკური აღზრდა ოჯახში, თბ., 1961; სახალხო განათლება მე-19 საუკუნის რეფორმისშემდგომ საქართველოში, თბ., 1974; სკოლა, ოჯახი, საზოგადოება, თბ., 1982; იაკობ გოგებაშვილი, თბ., 1991.