ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია თ ბ ილისში

ევანგელურ- ლუთერანული ეკლესია არქიტექტორები: უ. კ რ ე პ ტ ი, გ. მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი. 1996–97. თბილისი.

 

ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია თ ბ ი ლ ი ს შ ი, მდებარეობს მტკვრის მარცხ. მხარეს (ლუთერანთა ძვ. სასაფლაოს ტერიტორიაზე, ძვ. თბილისის რ-ნი). კომპლექსი აშენებულია 1996–97 (არქიტექტორები: უ. კრეპტი, გ. მეტრეველი) საქართველოში მცხოვრებ გერმანელ თანამოქალაქეთა ეროვნ. და რელიგ. ტრადიციების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით. აქვეა გერმ. თემის სახლი. საკრალურ დარბაზს შენობის საზ. და საცხოვრ. ნაწილებთან აერთიანებს ორსართულიანი ვესტიბიული. ეკლესიის ტერიტ. კეთილმოწყობილია, ხეივნის დასაწყისში აგებულია საქართველოში მცხოვრები გერმ. კოლონისტების ხსოვნის მემორიალი.