აბელია (Abelia), მცენარეთა გვარი ცხრატყავასებრთა ოჯახისა. გვარში 30-მდე სახეობაა. უმეტესობა ფოთოლმცვივანი ბუჩქია, ზოგიერთი – მარადმწვანე. უმრავლესობა გავრცელებულია სამხრ.-აღმ. აზიაში, ორი სახეობა – მექსიკაში. საქართვ. ბაღ-პარკებში ხარობს 5 სახეობა; მათგან ჩინური ა. (A. Chinensis), რ-იც უფრო ხშირად გვხვდება, და მრავალყვავილა ა. (A. Floribunda) დეკორ. მცენარეებია. აქვთ პრიალა ფოთლები და სურნელოვანი ყვავილები. ა. ყვავილობს ხანგრძლივად, ადვილად მრავლდება კალმებითა და თესლით. ყინვა უზიანებს ნორჩ ყლორტებს.
მ. სახოკია