დიმიტრი ბატონიშვილი

დიმიტრი ბატონიშვილი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (გ. 1452), XV ს. სახელმწიფო მოღვაწე, ალექსანდრე I დიდის (1412–42) ძე.

იგი გარკვეული პერიოდი ქართლის გაღმა მხარეში („ წ ყ ა ლ ს - ი ქ ი თ ი" - ს ა თ ა რ ხ ნ ო, საჯავახიანო, საციციანო) „მეფის" ტიტულით მოღვაწეობდა. ქართლის ამ ნაწილში მართვის უფლებამოსილება დ. ბ-მა მამის სიცოცხლეშივე მოიპოვა – "წყალს-იქითი" მისი საუფლისწულო მამული იყო.

ალექსანდრე I დიდის გარდაცვალების შემდეგ მისმა ძმამ, საქართვ. მეფე ვახტანგ IV-მ (1442–46), ცნო არსებული ვითარება. დიმიტრის ბატონიშვილობა „პროვინციის მეფობაში" გადაიზარდა. 1433 ალექსანდრე I-მა დ. ბ. „დიდი ძღუენით" წარგზავნა შემოსული დამპყრობლის „შარუხის" (შაჰრუხის) კარზე მშვიდობის დამყარების მიზნით ზავის დასადებად. დ. ბ-მა ეს მისია წარმატებით შეასრულა.

არაერთ ისტ. დოკუმენტში დ. ბ. „მეფედ" არის მოხსენიებული ან თავად ამტკიცებს დოკუმენტებს ამ ტიტულით. ასევე იხსენიება დ. ბ. გარდაცვალების შემდეგაც.

კათოლიკოს ნიკოლოზ ამილახვრის (XVII ს.) გუჯარით ალექსანდრე I-ის ვაჟს, გიორგი VIII-ს „წყალს-იქითი მამული დიდი ნაქონი დიმიტრი ბაგრატიონისა" – სამთავისის ეკლესიისათვის შეუწირავს.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ნ ი ნ ი ძ ე დ., „პროვინციის მეფეები" XIV–XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995.

დ. ნინიძე