დიკლო, აღმოსავლეთი დიკლო და დასავლეთი დიკლო, კარული მყინვარები თუშეთში, პირიქითის (თუშეთის) ქედის სამხრ. კალთაზე, ახმეტის მუნიციპალიტეტში.
აღმ. დ-ს სიგრძეა 1,4 კმ, ფართ. – 0,20 მ², მყინვარის ენა ეშვება ზ. დ. 3150 მ სიმაღლემდე. დას. დ-ს სიგრძეა 0,8 კმ, ფართ. – 0,3 კმ², მყინვარის ენა ეშვება ზ. დ. 3440 მ სიმაღლემდე.
ორივე მყინვარი ასაზრდოებს მდ. დიკლოსწყალს (პირიქითის ალაზნის მარცხ. შენაკადი).