თავდგირიძე ბაჰრი-ფაშა (1870, ქობულეთი, – 1915, სტამბოლი), ოსმალეთის ჯარის სარდალი (გენერალი, 1883). მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომში. იყო დივიზიის უფროსი. სხვადასხვა დროს ეკავა შკოდერის და ვანის ვალის თანამდებობები. 1909 თანამდებობიდან გადადგა. დაკრძალულია, სტამბოლში, კარაჯა-ახმადის სასაფლაოზე.
ლიტ.: ს უ რ მ ა ნ ი ძ ე რ., თავადაზნაურობა და მათი ოჯახები ბათუმის ოლქში, თბ., 2007; ჭ ი ჭ ი ნ ა ძ ე ზ., მუსლიმანი ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში, ტფ., 1913.
რ. სურმანიძე