თავდგირიძე ზია-ფაშა (1870, ქობულეთი, – 1940, უსკუდარი), ოსმალეთის ჯარის სარდალი (გენერალ-ლეიტენანტი). მამამისი ჰიჯაზის გუბერნატორი იყო. დაამთავრა სამხ. სასწავლებელი და სამხ. აკადემია. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები. 1907 მიენიჭა გენ.-მ. სამხ. წოდება. მონაწილეობდა ბალკანეთისა (1912–13) და პირველ მსოფლიო (1914–18) ომებში. იზეთ-ფაშას მთავრობაში ასრულებდა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას. 1920–22 იყო სამხ. მინისტრი. დაკრძალულია სტამბოლში, კარაჯა-ახმადის სასაფლაოზე.
ლიტ.: ქ ა ს ა ბ ი მ., ოსმალეთის ქართველები, თურქულიდან თარგმნეს გ. გუნიავამ და ე. შექერჯიმ, სტამბოლი, 2012.
რ. სურმანიძე