თავდგირიძე ოსმან ნური-ღაზიფაშა (1840, სტამბოლი, – 1898, იქვე), ოსმალეთის ჯარის მარშალი (მუშირი, 1881), წარმოშობით ქობულეთიდან. მსახურობდა სამხ. გუბერნატორად ჰიჯაზში და სირიაში. თ. იყო კარგი კალიგრაფი და მხატვარი. მექაში ააგო არაერთი ისტ. ნაგებობა, მ. შ. სამთავრობო სახლი, 4 სამხ. გარნიზონისა და 18 პოლიციის განყოფილების შენობა; მომლოცველებისათვის მინას მთაზე გაიყვანა წყალი; ააგო სტამბა, სკოლა და საავადმყოფოები; დანერგა ტელეგრაფის სისტემა. ამასთანავე, განმუხტა რეგიონში არსებული პოლიტ. ვითარება, განამტკიცა ოსმალთა მმართველობა.
დაკრძალულია სტამბოლში, კარაჯა–ახმადის სასაფლაოზე.
ლიტ.: ქ ა ს ა ბ ი მ., ოსმალეთის ქართველები, თურქულიდან თარგმნეს გ. გუნიავამ და ვ. შექერჯიმ, სტამბოლი, 2012.
რ. სურმანიძე