ედიბერიძე გივი კონსტანტინეს ძე (12. V. 1924, თბილისი, – 16. XI. 1997, იქვე), ინჟინერ-მექანიკოსი. 1949 დაამთავრა საქართვ. პოლიტექნიკური ინ-ტის მექანიკის ფაკ-ტი. 1949–64 მუშაობდა სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპ. კულტურების სამეცნ.-კვლ. და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიურ ინ-ტში ინჟინერ-კონსტრუქტორად, უფრ. ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, ხოლო 1966–86 – ამავე ინ-ტის ავტომატიკის განყ-ბის უფროსის მოადგილედ. 1991-იდან იყო აღნიშნული ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი. ჩაის საკრეფი მანქანის ,,საქართველოს" შექმნაში მონაწილეობისათვის 1967 მიენიჭა ლენინური პრემია.