ეგნატაშვილი (ი გ ნ ა ტ ი ე ვ ი) სიმონ იაგორის ძე, XVIII ს. II ნახ. მწიგნობარი, მთარგმნელი, მოსკოვ-პეტერბურგის ქართული კოლონიის ერთ-ერთი წარმომადგენელი. იყო მოსკ. უნ-ტის ინფორმატორი. როგორც თარჯიმანი მონაწილეობდა რუს.-საქართვ. დიპლომატიური მისიების საქმიანობაში. 1773 პეტერბურგში გამოქვეყნდა მის მიერ ქართულიდან რუსულად თარგმნილი „ბარამგულანდამიანი". ეს არის თავისუფალი თარგმანი, რ-შიც ტექსტი გავრცობილია ლიტ. თუ ხალხ. ზეპირსიტყვიერების მასალით. მანვე თარგმნა „ბრმა მემუსიკის სიმღერა" (ეკატერინე II-ისადმი მიძღვნილი სტილიზებული ხალხ. ლექსი), შეადგინა ქართ.- რუს. ლექსიკონი, რ-საც ჩვენამდე არ მოუღწევია.
ლიტ.: ბ ა რ ა მ ი ძ ე ა., ბესიკის გარშემო (ახალი ტექსტური და საარქივო მასალები), «თსუ შრომები», 1936, ტ. 1; მ ა ხ ა თ ა ძ ე ნ., ქართული კულტურის კერა პეტერბურგში XVIII–XIX სს., თბ., 1967; რ უ ხ ა ძ ე ტ., ქართულრუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან (XVI–XVIII სს.), თბ., 1960.