ეგაძე ომარ ილიას ძე

ეგაძე ომარ ილიას ძე (დ. 28. VII. 1939, თბილისი), სპორტსმენი, მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971), საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. დაამთავრა თბილ. ფიზკულტურის ინ-ტი (1963), სტუ-ის ტექნოლოგიის ფაკ-ტი (1973), თსუ-ის ეკონომიკური ფაკ-ტი (1982). იყო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1962), სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1962–64, 1967) და მესამე პრიზიორი (1960), ივან პოდდუბნის სახ. საერთაშ. ტურნირის ორგზის გამარჯვებული (1963, 1967), სსრკ ხალხთა III და IV სპარტაკიადების ჩემპიონი (1963, 1967), სსრკ ჩემპიონი ჭაბუკებში (1957), სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი ჭაბუკებში (თავისუფალი ჭიდაობა, 1956), მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, სსრკ ნაკრების მწვრთნელი მსოფლიო უნივერსიადაზე (1973), საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, საქართველოს ვეტერან მოჭიდავეთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი.