ებრალიძე არჩილ ევგენის ძე (12. X. 1916, ქუთაისი, – 15. XII. 1991, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1973), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1988). 1940 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1940– 41 საბჭოთა არმიის რიგებში იყო. 1952–60 მუშაობდა ქუთაისის პედ. ინ-ტში მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგედ, 1958-იდან – ამავე ინ-ტის პრორექტორად. 1960-იდან თსუ-ის სკკპ ისტ. კათედრის დოცენტი იყო, 1973–88 – კათედრის გამგე. მუშაობდა ეროვნულ ურთიერთობათა საკითხებზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.