ებრალიძე მირიან სილოვანის ძე [14 (27). IX. 1905, ლანჩხუთი, – 22. XII. 1987, თბილისი], ინჟინერ - ჰიდროტექნიკოსი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1960), სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1951). დაამთავრა საქართვ. საინჟინრო-სამშენებლო ინ-ტი (1932). 1933–73 მუშაობდა ხრამჰესის, სამგორჰესის, გუმათჰესის, ბჟუჟჰესის, ენგურჰესის მშენებლობებზე, „საქჰიდროენერგომშენისა" და „თბილმშენის" ტრესტებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 1973-იდან გარდაცვალებამდე იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამეცნ.-კვლ. სამუშაოების განყ-ბის უფროსი მეცნ. თანამშრომელი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.