გაბრიელი, კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 861–881 გარდაბნელი მთავრების – დონაურების საგვარეულოდან. „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, ძმა, ხოლო ვახუშტი ბატონიშვილის მოწმობით – ძმისწული ქორეპისკოპოს სამოელ დონაურისა. „მატიანე ქართლისაჲს“ ჩვენებით, გ-ის მმართველობის ბოლო წლებში თბილ. ამირამ გაბულოცმა კახეთის სამთავროს წაართვა გარდაბანი.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; მატიანე ქართლისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: ლორთქიფანიძე მ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან (კახეთის სამთავრო), «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31; პაპუაშვილი თ., რანთა და კახთა სამეფო (VIII–XI სს.), თბ., 1982.
თ. პაპუაშვილი