გაბრიელი

გაბრიელი, X ს. კალიგრაფი. მოღვაწეობდა შატბერდის მონასტერში, სადაც 936 ვინმე გრიგოლ მირდატის ძის შეკვეთით გადაწერა სახარება, რ-იც ცნობილია ჯრუჭის I ოთხთავის სახელით (საქართვ. მეცნ. აკად. ხელნაწ. ინ-ტი, H–1660). ჯრუჭის I ოთხთავი ნაწერია ეტრატზე, ორ სვეტად, მრგლოვნით ყავისფერ-მოყვითალო მელნით. ასოები მსხვილია, სქელკონტურიანი, კვადრატული, ოდნავ შემაღლებული პროპორციებისა. ფურცლებზე არავითარი სამკაული არ არის, გარდა არშიებზე გატანილი საზედაო ასოებისა. ზოგი მათგანი ძალიან ჩამოგრძელებულია, რაც იმას მოწმობს, რომ ამ დროს უკვე ჩნდება დეკორ. გაფორმების სურვილი. ეს ხერხი, სინგურის გამოყენებასთან ერთად, თვალსაჩინო დეკორ. ეფექტს ახდენს. 940 ჯრუჭის ოთხთავი კამარებითა და მინიატიურებით შეუმკიათ (იხ. თევდორე „კამარათა მწერალი“, აგრეთვე სტ. ჯრუჭის ოთხთავი