ევაგრე

ევაგრე აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1488–92). შემორჩენილია მისი კათოლიკოსობის დამადასტურებელი ორი საბუთი. ერთია კონსტანტინე II-ის 1488-ით დათარიღებული შეუვალობის სიმტკიცის წიგნი, რ-ითაც მეფე ათარხნებს „საცა… მცხეთისა… მამულნი არიან"; მეორეა კუმურდოს ეპისკოპოსის გერასიმეს ფიცის წიგნი, რ-ის მიხედვითაც მზეჭაბუკი მას მცხეთაში გზავნის კურთხევის მისაღებად: „მას ჟამსა, ოდეს პატრონმა მზეჭაბუკ შემიწყალა და კუმურდოსა საყდარი და ჴელი მიბოძა და თქუენს წინაშე საკურთხევლად გამოგუზავნნა...". ამ დროს სამცხის ათაბაგი ყვარყვარე II იყო, თუმცა მზეჭაბუკს, სავარაუდოდ, მამის მმართველობის დროსაც ჰქონდა ეპისკოპოსის წარდგენის უფლება. ე-ს კათოლიკოსობა ემთხვევა პერიოდს, როდესაც კონსტანტინე II ცდილობდა ქართული სახელმწიფოს გაერთიანებას. ამისათვის მეფემ 1490 დარბაზი მოიწვია: „შემოიკრიბნა კათალიკოზი, ეპისკოპოზნი, და წარჩინებულნი თჳსნი და განიზრახვიდა, თუ რაჲ ჰყონ განდგომილებისათჳს ქუეყანათა და ვითარ მოაგონ კუალად მეფობისავე თმას ჟამსა, ოდეს პატრონმა მზეჭაბუკ შემიწყალა და კუმურდოსა საყდარი და ჴელი მიბოძა და თქუენს წინაშე საკურთხევლად გამოგუზავნნა...".სსა" (იხ. თბილისის დარბაზობა 1490 ). სათათბიროდ მოწვეული კათოლიკოსი, მოღვაწეობის დროის მიხედვით, სწორედ ე. უნდა იყოს.

წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 2, ტფ., 1897; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.

ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966; სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV–XVI სს.), ქ. შარაშიძის გამოც., თბ., 1961; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.

მ. ზალდასტანიშვილი