ედილაშვილი ირაკლი ლევანის ძე (10. VII. 1935, თბილისი, – 27. X. 2007, იქვე), ქიმიკოსი. ქიმ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1987). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ქიმ. ფაკ-ტი (1958). 1958–2007 მუშაობდა საქართვ. ტექნიკურ უნ-ტში, პ. მელიქიშვილის სახ. ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინ-ტის ნავთობქიმიის ლაბორატორიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1987-იდან იყო ლაბორ. გამგე. მცენარეთა დაცვის ინ-ტთან ერთად შეიმუშავა პრეპარატი „კეიმი" სოფლის მეურნეობის მავნებლებთან საბრძოლველად, რისთვისაც მიენიჭა საქართვ. მინისტრთა საბჭოს სიგელი და პრემია. ე-ის კვლევის ძირითადი მიმართულება იყო ნავთობის ზეთების ფოტოქიმიური ჟანგვის ეფექტური ინჰიბიტორების გამოვლენა.