გუნია ავთანდილ ლევანის ძე (27. IX. 1912, თბილისი, – 2. X. 1997, იქვე), ეკონომისტი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1979; წ.-კორ. 1967). ეკონ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1966). 1939 დაამთავრა მოსკ. გ. პლეხანოვის სახ. სახალხო მეურნ. ინ-ტი. 1953 იყო საქ. კპ ცკ-ის პროპაგანდისა და აგიტაციის განყ-ბის გამგე, 1953– 57 – საქართვ. კულტ. მინისტრი, 1957-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკისა და სამართლის ინ-ტის პოლიტეკონომიის განყ-ბის გამგე, 1960-იდან – ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში, 1976–91 – დირექტორი , 1991-იდან გარდაცვალებამდე – საპატიო დირექტორი. გ. იყო ეკონ. დარგში საკოორდინაციო საბჭოს თავ-რე, საქართვ. სახელმწ. პრემიების კომიტეტისა და სადოქტორო ხარისხის მიმნიჭებელი სამეცნ. საბჭოს წევრი. გ-ს სამეცნ. შრომები ეხება პოლიტეკონომიის, მრეწვ. ეკონ. და საქართვ. ეკონ. განვითარების საკითხებს. დიდია მისი წვლილი საქართველოში რეგიონული ეკონომიკისა და სოციალური ინფრასტრუქტურის დარგების ეკონომიკის მეცნიერულ კვლევაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997). დაკრძალულია ქართვ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში.
თხზ.: საქართველოს სსრ ინდუსტრია, თბ., 1972; მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ეკონომიკური პრობლემები საქართველოში, თბ., 1983; Воспроизводство рабочей силы в промышленности Грузинской ССР, Тб., 1961; К вопросу о темпах и пропорциях воспроизводства в экономике Грузии, Тб., 1969; Качественные сдвиги в формах и методах управления в сфере экономики, Тб., 1983; Научно-технический прогресс и региональная структура экономики, Тб., 1990.
ლიტ.: ავთანდილ გუნია. ბიობიბლიოგრაფია. შემდგ. ნ. აბუაშვილი და გ. მგელაძე, თბ., 2002.
მ. ჯიბუტი