გუნია გიორგი ლევანის ძე (22. XI. 1908, თბილისი, – 23. VII. 1983, იქვე), კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961). დაამთავრა საკავშ. კინემატოგრაფიის სახელმწ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (1934, ს. ეიზენშტეინის სახელოსნო). 20-იან წლებში მუშაობდა თბილისში, გ. პლეხანოვის სახ. თეატრში, 1928-იდან – კინოში მსახიობად, დამდგმელ რეჟისორად. გადაღებულია ფილმებში: „უგუბზიარა" (1930), „ნამდვილი კავკასიელი" (1931), „მზაღო და გელა" (1933) და სხვ. მეორე რეჟისორად იმუშავა ქართ. მხატვრულ ფილმებზე: „ჭრიჭინა" (1954), „ორი ოკეანის საიდუმლოება" (1955), „მე ვიტყვი სიმართლეს" (1957), „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე..." (1958), „სად არის შენი ბედნიერება, მზია?" (1959), „პალიასტომი" (1963), „შეწყვეტილი სიმღერა" (1960), „განგაში" (1968) და სხვ. 1965 მისი რეჟისორობით გახმოვანდა და აღდგა ფილმი „ახალგაზრდობა იმარჯვებს". 1947–54 თბილ. კინოსტუდიის ქრონიკის სექტორში, როგორც დამდგმელმა რეჟისორმა, გადაიღო ფილმები: „ბალნეოლოგიური კურორტი" (1947), „კულტურის კერა" (1948), „კურზუ, ლებარდე" (1948), „სიჭაბუკისა და სილამაზის დღესასწაული" (1950), „იალბუზზე ასვლა" (1950), „ჭიათურა" (1951), „სახალხო დღესასწაული რუსთავში" (1952), „მეხილეობა" (1953), „ქართლის ბაღებში" (1953), აგრეთვე კინოჟურნალები.