გუნია ნონა ვალერიანის ასული

 

ნ. გუნია

გუნია ნონა ვალერიანის ასული (20. XII. 1919, თბილისი, – 18. VII. 1998, იქვე), მოცეკვავე. საქართვ. დამს. არტისტი (1956), ესტრადის მსახიობთა პირველი საკავშ. კონკურსის ლაურეატი (1939). ვ. გუნიას ქალიშვილი. 1941 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. 1940–59 (ხანგამოშვებით) მუშაობდა საქართვ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. აკად. ანსამბლში, საქართვ. ფილარმონიის ჯაზორკესტრების კოლექტივებში სოლისტ მოცეკვავედ. თანაბარი ოსტატობით განასახიერებდა ნარნარსა და დინამ. ხასიათის ცეკვებს, რ-თაგან აღსანიშნავია ხალხ. ცეკვები: „ქართული", „განდაგანა", „ხევსურული", „ქისტური" და საესტრადო – „რუმბა", „ლირიკული ცეკვა", „აღმოსავლური ცეკვა" და სხვ. განსაკუთრებით პოპულარული იყო მის მიერ შესრულებული ცეკვა „ქართული" (გ. დარახველიძესთან ერთად). 1937 რესპ. ოლიმპიადაზე იგი აღიარებულ იქნა ამ ცეკვის საუკეთესო შემსრულებლად (I ადგილი და ოქროს მედალი). გ-მ თავისი წვლილი შეიტანა ქართ. ხალხ. ქორეოგრაფიასა და ეროვნ. საშემსრულებლო ტრადიციების დამკვიდრებაში. 1962–99 მუშაობდა საქართვ. თეატრ. საზ-ბის (1988-იდან – თეატრ. მოღვაწეთა კავშირი) მუს. თეატრებისა და ქორეოგრაფიის შემოქმედებითი კაბინეტის გამგედ. 1991–98 იყო ქართ. ენციკლოპედიის ხელოვნ. რედაქციის კონსულტანტი ბალეტის დარგში, ქორეოგრ. სექციის თავ-რე და არაერთი სტატიის ავტორი.