გუნია სერგო უშანგის ძე [13 (26). IV. 1907, სოფ. ზანათი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 4. V. 1977, თბილისი], გეოფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1963), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). 1932 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი. 1932–62 მუშაობდა თბილ. გეოფიზ. ობსერვატორიაში, მისი რეორგანიზაციის შემდეგ კი – ამიერკავკ. ჰიდრომეტეოროლ. ინ-ტში. 1962–77 იყო საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის ფიზიკის კათედრის გამგე. გ. იკვლევდა ატმ. ფიზიკის საკითხებს. დაამუშავა ელჭექის პროგნოზის მეთოდი, რ-საც იყენებენ სამხრ. კავკასიის სახელმწიფოების ჰიდრომეტეოროლ. სამსახურების ოპერატიულ ქსელში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ფიზიკის სალექციო კურსი, ნაწ. 3, თბ., 1972 (თანაავტ. ბ. გურგენიძე); Грозовые процессы в условиях Закавказья, Л., 1960; Учет гор и трения в двухуровенной модели для прогноза метеорологических элементов в условиях Кавказа, « Труды Закавказского н.-и. гидрометеорологического ин-та», 1965, в.19 (25) (თანაავტ. В.П. Садоков).
ზ. ცქვიტინიძე