გოგოლაძე დერმიშა ანდროს ძე

გოგოლაძე დერმიშა ანდროს ძე (21. XII. 1924, სოფ. გოგოლესუბანი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 13. XII. 2002, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1983). II მსოფლიო ომის მონაწილე. 1952 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1956-იდან იყო ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოგრ. ინ-ტის თანამშრომელი. მისი გამოკვლევები ეხება გვიანდ. შუა საუკ. საქართველოს ისტორიის საკითხებს. გ. იყო „საქართველოს ისტორიის ნარკვევების" IV ტომის ერთ-ერთი ძირითადი ავტორი, აგრეთვე ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია და სამეცნ. სტატია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: კაპიტალისტური საწარმოები სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში რეფორმამდელ საქართველოში (1830–64), თბ., 1959; სამთამადნო, სამთო-საქარხნო მრეწველობა საქართველოში და კაპიტალიზმის გენეზისის ზოგიერთი საკითხი (XVIII–XIX სს.), თბ., 1966; საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება გვიანფეოდალურ ხანაში, თბ., 1976; ქართული სოფელი ფეოდალიზმის ხანაში, წგ. 1–2, თბ., 1992–97.