გოგოლაძე თენგიზ გიორგის ძე

გოგოლაძე თენგიზ გიორგის ძე (9. VIII. 1926, სოფ. ახალქალაქი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 19. XII. 1996, თბილისი), მწერალი. საქართვ. კულტურის დამს. მუშაკი (1974). სწავლობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე, მუშაობდა გამომც. „საბჭოთა საქართველოში" (1957–61), გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტისა" (1951–52) და ჟურნ. „დროშის" (1961–87) რედაქციებში. პირველი მოთხრობა „გარიყულას განთიადი" 1949 გამოაქვეყნა. აღსანიშნავია გ-ის მოთხრობების კრებულები: „კარგი დღე" (1957), „ფუძე" (1961), „ჩვენს ქუჩაზე" (1964), „მოთხრობები" (1967, 1976, 1987), „მარადიული წყაროს სიმღერა" (1972); რომანები: „ნიაღვარი" (1962), „კაცი კაცითა" (წგ. I, 1966, წგ. II, 1970), „ჟამი ჩვენი" (1972), „გზა კაცისა" (3 წიგნად: I – 1978, II – 1984, III – 1987). მასვე ეკუთვნის საბავშვო და საყმაწვილო მოთხრობები რუსი, აზერბ., ბერძენი მწერლების თხზულებათა თარგმანები. გ-ის ნაწარმოებები თარგმნილია რუს., უკრ., სომხ., პოლ. ენებზე.

ჯ. თითმერია