გოცაძე დავით ტოგოს ძე (16. X. 1953, ქუთაისი, –13. XI. 2008, თბილისი), ონკოქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1992), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2004). 1970–76 სწავლობდა მოსკოვის ნ. პიროგოვის სახ. II სამედ. ინ-ტში. 1982–85 იყო რუსეთის საკავშ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის უროლოგიური განყ-ბის მეცნ. მუშაკი. 1986-იდან მუშაობდა საქართვ. ონკოლოგიის სამეცნ. ცენტრის უროლოგიურ განყ- ბაში უფრ. მეცნ. თანამშრომლად, შემდეგ – განყ-ბის გამგედ; 2004-იდან იყო ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და უროლოგიური განყ-ბის კონსულტანტი. გ. მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორია. მისი მოღვაწეობის სფეროა ონკოუროლოგია, მცირე მენჯის რადიკალური და გაფართოებული ოპერაციების შემდგომი აღდგენით-რეკონსტრუქციული ოპერაციები.