აბასთუმანი

აბასთუმანი, სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტის, ვარხანის თემში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ახალციხის ქვაბულში, მდ. ოცხის ნაპირზე, ბაღდათ – ბენარის საავტ. გზაზე. ზ. დ. 1160 მ, ადიგენიდან 18 კმ. 256 მცხ. (2014). სახელწ. „აბასთუმანი“ სახეცვლილი ფორმაა „აბასთუბნისა“. წარმომდგარი უნდა იყოს ამ სოფელში მცხოვრებ აბასაძეთა (აბაზასძეთა) საგვარეულო სახელისგან. „ა.“ დადასტურებულია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI ს. მიწურული). ოსმ. ადმ. დაყოფით ა. ახალციხის ლივის ოცხის ნაჰიეში შედიოდა. 1829 დაუბრუნდა საქართველოს.

ი. სიხარულიძე