აბასთუმანი

აბასთუმანი (ასტრონ.), მცირე ცთომილი Nº 1390. საშ. მანძილი მზიდან 513 მლნ. კმ, გარემოქცევის პერიოდი 6,4 წ, საშ. ვარსკვლავიერი სიდიდე 14,6. აღმოაჩინა რუსმა ასტრონ. გ. შაინმა (1935 წ. 3 ოქტ.). მანვე უწოდა სახელი ასტრონ. მეცნიერების განვითარებაში აბასთუმნის ასტროფიზ. ობსერვ. წვლილის აღსანიშნავად.