დიდხევი

დიდხევი, მდინარე აღმ. საქართველოში, ლოპოტის მარჯვ. შენაკადი. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მთა დიდ ანდარაზანთან, ზ. დ. 2350 მ სიმაღლეზე. სიგრძე 19 კმ, აუზის ფართ. 94,6 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. წყალმცირეა ზამთარსა და ზაფხულში. შემოდგომაზე იცის მცირე წყალმოვარდნები. საშ. წლ. ხარჯი შესართავთან – 2,84 მ³/წმ .

თ. კიკილაშვილი