ელია, მთა ხევის კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდ. ტოტზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 2859 მ. მდინარეების ტერხენისა (თერგის მარჯვ. შენაკადი) და ართხმოსწყლის (სნოსწყლის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფი. აგებულია ზედაიურული კარბონატული ფიქლებით. შემოსილია ალპ. მდელოებით.