აბუსერისძე გრიგოლ, XI ს. შუა წლების საქართველოს პოლიტ. მოღვაწე, ძე აბუსერ აბუსერისძისა, არტანუჯის ერისთავთერისთავი და ხიხათა (აჭარაში) პატრონი (მფლობელი).
1046 მონაწილეობდა ღრტილის კრებაში. იყო ბაგრატ IV-ის მოკავშირე ლიპარიტ ბაღვაშთან ბრძოლაში. სამცხეში არყის ციხესთან მომხდარ შეტაკებაში ტყვედ ჩაიგდო ლიპარიტმა და არტანუჯი ჩამოართვა. ამის შემდეგ პოლიტ. ასპარეზზე აღარ ჩანს.
ლიტ. იხ. სტ-თან აბუსერისძენი.
ნ. შოშიაშვილი