თამარაშენი, სოფელი ქურთის მუნიციპალიტეტის ქურთის თემში (შიდა ქართლის მხარე), მდ. დიდი ლიახვის ხეობაში. ზ. დ. 880 მ, ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 0,5 კმ. 960 მცხ. (2002).
გადმოცემის თანახმად, თ. – მცირე ქალაქი – XII ს-ში დაუარსებია თამარ მეფეს. თ. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილთან (XVIII ს.), როგორც ქართველებით, სომხებით და ებრაელებით XVIII ს-ში თ-ში აჩაბეთიდან გადმოსახლებულან მაჩაბლები. 1865 შედიოდა სურამის უბნის თამარაშენის სასოფლო თემში 65 კომლით. სოფლის სამხრეთით 2 კმ-ზე შემორჩენილია ნახევრად დანგრეული გრიგოლწმინდის დარბაზული ეკლესია, რ-იც გვიანდ. შუა საუკუნეებით თარიღდება. თ-ში დაიბადა ცნობილი ქართველი მწერალი ი. მაჩაბელი, აქვე იყო მისი სახლ-მუზეუმი.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; მაკალათია ს., ლიახვის ხეობა, თბ., 1971; Документы по истории Грузии, т. 1, თბ., 1954. დასახლებული მცირე ქალაქი.
ჯ. გვასალია