აგარა

აგარა, სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში (აჭარის არ), მდ. საყევარის მარცხ. ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., გელაური, ნამონასტრევი, პანტნარი, საციხური). ზ. დ. 1280 მ, ხულოდან 17 კმ. 497 მცხ. (2014). სოფელში არის განვითარებული შუა საუკ. ეკლესია „ნასაყდრალი“, რ-შიც შემორჩენილია მოხატულობის კვალი.