აგარა

აგარა, სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ახალციხის ქვაბულში, მტკვრის მარცხ. ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., გურკელი, ზიკილია, საყუნეთი, წინუბანი). ზ. დ. 940 მ, ახალციხიდან 17 კმ, აწყურიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 5 კმ. 348 მცხ. (2014). სოფელში დგას შინმოუსვლელთა ობელისკი.

ა. წყაროებში პირველად XVI ს-იდან იხსენიება. შემდგომ პერიოდში ოსმ. ექსპანსიის შედეგად გაუკაცრიელდა. 1870 აქ 3 კომლიღა ცხოვრობდა, მოგვიანებით კვლავ აღორძინდა.

ი. სიხარულიძე