,,აზრი" ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი ს.-დ. (მენშევიკური) მიმართულებისა. გამოდიოდა 1914 ქუთაისში (პირველ ოცდაშვიდ ნომერს აწერია „ყოველდღიური გაზეთი“).
გამოიცა 94 ნომერი. რედ.-გამომცემელი - ა. ცერცვაძე. დაიხურა ადგილ. ხელისუფლების განკარგულებით.