აიეტი

აიეტი, VI ს. საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ორატორი, წარჩინებული კოლხი. ბიზანტიელების მიერ მეფე გუბაზ II-ის მოკვლასთან დაკავშირებით გამართულ ეგრისის სახალხო კრებაზე (555) ხალხს მოუწოდა ირან. ორიენტაციისათვის დაეჭირათ მხარი. მისი ეს სიტყვა კლასიკური მჭევრმეტყველების ნიმუშია. ხალხთა ურთიერთობის საფუძვლად ა-ს სათნოება და „კეთილი საწყისი“ მიაჩნდა.

წყარო: აგათია სქოლასტიკოსი, წგ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, ტფ., 1936.

ლიტ.: გ ო ზ ა ლ ი შ ვ ი ლ ი  გ., ლაზიკის საგარეო ურთიერთობა მეექვსე საუკუნეში, თბ., 1973; კ ა ნ დ ე ლ ა კ ი  ნ., ქართული კლასიკური მჭევრმეტყველება, თბ., 1961; ხ ი დ ა შ ე ლ ი  შ., ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის ისტორიიდან, თბ., 1954.

გ. გოზალიშვილი